2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2წინადადებით: პატივი მივაგოთ და თაყვანი ვცეთ ჩვენს უძველეს, უმდიდრესს და ულამაზეს ქართულ ენას.
3. პროექტის აქტუალობა: ი. გოგებაშვილი დედაენას ერის ბურჯს, სკოლის სულს, გონების ლამპარს უწოდებდა. სწორედ სკოლაში, დაწყებით კლასებში ეყრება საფუძველი იმ ბალავარს, რომელზედაც შემდეგში ვითარდება, იწრთობა და ერის წინამძღოლად ფუძნდება ენა.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, შევაყვაროთ მოსწავლეებს მშობლიური ენა, რომელშიც „დაცულია მთელი სიმდიდრე ხალხის გონებისა, ფანტაზიისა და გულისა’’.(ი. გოგებაშვილი)
5. მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი.
6. ვადები |ხანგრძლივობა|: 2 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები |პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა ეროვნული სულისკვეთებით აღზრდა. შეისწავლონ ლექსები სიმღერები, რომლებიც ქართულ ენას ეხება. დაწერონ ჩანახატები ენის შესახებ. დაამზადონ პლაკატები. ჩაატარონ ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
8. პროექტისათვის ძირითადი რესურსები: ქართველ პოეტთა ლექსების კრებულები. ფერადი ქაღალდები. ფორმატის ქაღალდები. ფლომასტერები. ფონოგრამები. მუსიკალური ცენტრი. კომპიუტერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს ვყოფ 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფს ევალება ინფორმაციის მოძიება ქართულ ანბანზე, მეფე ფარნავაზზე...ი. გოგებაშვილზე. მე-2 ჯგუფს ევალება მოიძიონ და ამოიწერონ გამონათქვამები, სტატიები, ლექსები ქართულ ენაზე, დედაენაზე. მე-3 ჯგუფს ევალება დაწერონ ჩანახატები მიძღვნილი ქართული ენისადმი, დაამზადონ ლამაზად გაფორმებული პლაკატები. პროექტის მიმდინარეობისას ვაკონტროლებ ჯგუფების მუშაობას და ვუწევ დახმარებას.
10. საგნებთან |საგნობრივ ჯგუფებთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულთან (მხატვრული კითხვა), ხელოვნება, ისტორია, მუსიკა. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, განვუვითარო დამოუკიდებელი აზროვნების, პოეზიის აღქმისა და კვლევა-ძიების უნარი.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დარეჯან ცომაია.
13. პროექტის ვებ-გვერდი \ბლოგი:dtsomaia.blogspot.com